ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია Air India-მ ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელ Airbus-ს კიდევ 100 თვითმფრინავი შეუკვეთა.
შეკვეთაში შედის 10 ერთეული A350 თვითმფრინავი და 90 ერთეული A320 ოჯახის თვითმფრინავი, მათ შორის A321neo.
ეს 100 ახალი თვითმფრინავი ემატება 470 თვითმფრინავის მტკიცე შეკვეთებს, რომლებიც Air India-მ Airbus-სა და Boeing-ს შარშან შეუკვეთა.
უახლესი შეკვეთის შედეგად Air India Airbus-ისგან 350-მდე ახალ თვითმფრინავს მიიღებს.
„დამატებითი თვითმფრინავები Air India-ს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს, რომ გაიზარდოს დაფარვის არეალი და გახდეს მსოფლიო დონის კომპანია, რომელიც ინდოეთს აკავშირებს მსოფლიოს ყველა კუთხესთან“, – თქვა Tata Sons-მა და Air India-ს თავმჯდომარემ ნატარაჯან ჩანდრასეკარანმა.
როგორც ცნობილია 2021 წელს Tata Sons Pvt-მა Air India ინდოეთის მთავრობისგან გამოისყიდა.