პირველად სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, Airbus-მა თვითმფრინავის ე.წ. “ჭკვიანი” სალონი წარმოადგინა, რომელიც ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაყრდნობითაა შექმნილი(IoT).
პლატფორმის სახელია Airbus Connected Experience, რომელიც მიიღებს და გაანალიზებს ყველა მონაცემს. მაგალითად სავარძლების, ბარგის თაროების, გასართობი და განათების სისტემების, ბორტზე კვების, საპირფარეშო ოთახის შესახებ და სხვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჩატვირთული იქნება iPad-ში, რომლის დახმარებით ეკიპაჟის წევრები შეძლებენ ბორტზე ყველა სისტემის გაკონტროლებას.
სწორედ iPad-ის ეკრანზე გამოისახება, თუ რომელი თაროა ცარიელი ან არ არის სრულყოფილად დახურული, რომელმა მგზავრმა არ შეიკრა უსაფრთხოების ღვედი, რომელი მგზავრი ითხოვს დამატებით პომიდვრის წვენს, რამდენი ცხელი კერძი დარჩა ბორტზე და სხვა.
“ჭკვიანი” სავარძელი სკანირების შედეგად, საშუალებას იძლევა მგზავრის შესახებ არსებული ზოგადი ინფორმაცია ერთიან ბაზაში შეაგროვოს. ამის შედეგად კი სამომავლოდ, მგზავრს სავარძელი “თავად” შესთავაზებს საზურგის სასურველ დახრილობას.
ასევე მგზავრს ტელეფონითვე შეეძლება მენიუდან სასურველი კერძის შეკვეთა. ასევე მგზავრი მიიღებს, მისთვის სასურველ პერსონალურ კონტენტს სხვადასხვა გასართობ არხებსა თუ აპლიკაციებზე.
პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოს უმსხვილესი აღჭურვილობის მომწოდებლები, მათ შორის: gategroup, Stelia Aerospace, Recaro Aircraft Seating.
უკვე ცნობილია, რომ Airbus Connected Experience პირველად ხელმისაწვდომი იქნება А320-ის ოჯახის თვითმფრინავებისთვის.