ჰოლდინგურმა კომპანიამ, რომელიც Airbus-ის, Safran-ის და საინვესტიციო კომპანია Tikehau Capital-ის მფლობელობაშია Aubert & Duval-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც არის სტრატეგიული მასალებისა და ნაწილების ფრანგული მიმწოდებელი, სპეციალიზებული ფოლადის, სუპერ შენადნობებისა და ტიტანის წარმოებაზე.

ტიტანი კრიტიკული მასალაა თვითმფრინავების ინდუსტრიაში და ცვალებად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში დასავლელი მწარმოებლები ეძებენ გზებს, რომ ჩაანაცვლონ რუსი მომწოდებლები. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რუსეთიდან მიწოდებით უზრუნველყოფილი იყო ევროპის ტიტანის საჭიროების 30-დან 50%-მდე.

Aubert & Duval, რომელიც შეძენილია სამთო კომპანია Eramet-ისგან, აწვდის მასალებს და მზა ნაწილებს საჰაერო კოსმოსურ, თავდაცვის, ბირთვულ და სამედიცინო ინდუსტრიებს. კომპანიის წლიური შემოსავალი დაახლოებით 550 მილიონი ევროა, მასში დასაქმებულია 3,7 ათასი ადამიანი, ძირითადად საფრანგეთში.

კომპანია ასევე აძლიერებს კლერმონ-ფერანის ტიტანის გადამამუშავებელ ქარხანაში საქმიანობას .

EcoTitanium ობიექტის მიზანია წლიური წარმოება 4000 ტონამდე გაზარდოს, რაც შეესაბამება აერონავტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიის ევროპული მოთხოვნილების 15-20%-ს ტიტანის ნახევარფაბრიკატებისა და ჭედურებისთვის.

გარიგების ფინანსური მხარე არ გახმაურებულა. მაგრამ Eramet-მა გასულ წელს განაცხადა, რომ Aubert & Duval-ის გაყიდვა დაფუძნებული იქნებოდა 95 მილიონი ევროს ღირებულებაზე.