Airbus-მა შეიძლება იმ ავიაკომპანიებს სასამართლოში უჩივლოს, რომლებიც შეკვეთილ თვითმფრინავებზე უარს ამბობენ. თუმცა ეს Airbus-თვის ბოლო გამოსავალია.
“სასამართლოში წასვლამდე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ალტერნატიული გამოსავალი ვიპოვოთ. მაგრამ, როდესაც ავიაკომპანია საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს და ალტერნატივას არ გთავაზობს, მაშინ სასამართლოს გზა რჩება”, განმარტავს Airbus-ის ხელმძღვანელი გიომ ფორი.
მისივე თქმით, COVID-19-ის კრიზისის ფონზე ავიაკომპანიებმა უბრალოდ შეწყვიტეს მწარმოებლის ზარებზე რეაგირება, რადგანაც მათ არ იცოდნენ რა ეთქვათ.
Airbus-ი არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანიებთან კომპრომისს მიაღწიოს, რადგანაც მიიჩნევს, რომ სირთულე უკვე წარსულში რჩება.
ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი კი შეიძლება იყოს ავიაკომპანიის ფლოტიდან ძველი თვითმფრინავების ადრეული გაყვანა და მათი ახალი, უფრო ეკონომიური თვითმფრინავებით ჩანაცვლება.
კრიზისის დასაძლევად Airbus-ი ევროკავშირის ხელისუფლების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასა და სუბსიდირებას ელოდება.