ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელ Airbus-ს ერთ თვეში შეკვეთების რაოდენობა 22%-ით შეუმცირდა. კომპანიისა ცნობით, Airbus-მა აგვისტოში 46 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, მაშინ როდესაც ივლისში 59 თვითმფრინავზე ჰქონდა მიღებული დაკვეთა.
წლის დასაწყისიდან Airbus-მა 432 თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო. არსებული გაუქმების გათვალისწინებით, შეკვეთები იანვარ-აგვისტოში სულ 413 თვითმფრინავია.
აღსანიშნავია ისიც, რომ. აგვისტოში ივლისთან შედარებით კომპანიებისთვის თვითმფრინავების მიწოდება 39%-ით შემცირდა. 77 თვითმფრინავიდან 47 თვითმფრინავამდე. როგორც Airbus-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წლის დასაწყისიდან დამკვეთებისთვის 447 თვითმფრინავი იქნა მიწოდებული.
Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. იგი შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, Airbus Defense და Space და Airbus Helicopters.