ავიამშენებელმა გიგანტმა Airbus-მა 2025 წლის სექტემბერში 73 თვითმფრინავი მიაწოდა მომხმარებლებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ამ თვისთვის და აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზებს.
ინდუსტრიის წყაროების ცნობით, მიწოდების ზრდა ძირითადად ძრავების შეფერხებების შემსუბუქებითაა განპირობებული. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, Airbus-მა ჯამში 507 თვითმფრინავი დაამზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

წლის ბოლომდე (820 ერთეული) დასახული მიზნის მისაღწევად, კომპანიას ახლა რეკორდული მეოთხე კვარტალი ესაჭიროება, რომლის ფარგლებშიც 313 თვითმფრინავი უნდა გადასცეს დამკვეთებს.
ანალიტიკოსების თქმით, Airbus-ის A320 მოდელი მალე დაეწევა Boeing 737-ს და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კომერციული ლაინერი გახდება.