ავიამშენებელი გიგანტი Airbus აცხადებს, რომ მიუხედავად მიწოდების ჯაჭვის საერთო გაუმჯობესებისა, Pratt & Whitney-ის ძრავების დეფიციტი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და ეს წნეხი 2026 წლის ბოლომდე გასტანს.
ძრავების მიწოდების გაურკვევლობა პირდაპირ აისახება A320neoოჯახის თვითმფრინავების წარმოებასა და მგზავრებისთვის მათ დროულ გადაცემაზე.
Airbus-ის კომერციული დირექტორის, კრისტიან შერერის თქმით, 2025 წელს ძრავების მოწოდება „ძალიან, ძალიან დაგვიანდა“. კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული Pratt & Whitney-სგან იმ რაოდენობის ძრავების მიღება, რაც სამომავლო გეგმების შესასრულებლად სჭირდება.
ბაზარზე თვითმფრინავებზე მოთხოვნა რეკორდულად მაღალია, თუმცა ძრავების დეფიციტი რჩება მთავარ „ვიწრო ყელად“ (choke point), რაც აფერხებს ავიაციის სექტორის სწრაფ ზრდას.
ავიაკომპანიებს, რომლებიც ახალ ხომალდებს ელოდებიან, შესაძლოა კვლავ მოუწიოთ ფრენების განრიგის კორექტირება ან ძველი თვითმფრინავების ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება, რადგან ახალი, უფრო ეკონომიური ლაინერების მიღება ფერხდება.












