რამდენიმე წელიწადში კორპორაცია Airbus-ის ახალ თვითმფრინავებში მგზავრების თითოეულ ნაბიჯს “გააკონტროლებენ”. მგზავრების თვალთვალი – ეს შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ სამომავლოდ ამ ინოვაციამ მგზავრების კმაყოფილების კოეფიციენტი უნდა გააუმჯობესოს.
Airbus-ის ახალ სალონში თვალთვალი მოხდება მგზავრის ყველა ქმედებაზე. გაკონტროლდება ისიც, თუ რომელ ფილმებს უყურებს მგზავრი, რა ტიპის საკვებსა და სასმელს უკვეთავს, სად ანთავსებს საკუთარ ბარგს და ასევე რამდენჯერ გადის საპირფარეშოში.
სათვალთვალო მოწყობილობებით Airbus A350-ის სალონი აღიჭურვება, რომელიც ექსპლუატაციაში 2021 წლიდან ჩაეშვება.
რეალურად, როდესაც თვალთვალზეა საუბარი კამერები არ იგულისხმება. საუბარია სპეციალურ გადამცემებზე, რომელიც თითოეულ სავარძელზე, კაბინის კარზე და სალონში სხვადასხვა ადგილას იქნება დამონტაჟებული და Wi-Fi-ს მეშვეობით იქნება მართული. მისი ამოქმედება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციის შეგროვება სურს ავიაკომპანიას.
მართვა კი დიდი ეკრანის მეშვეობით, ან სულაც iPad-დან მოხდება, რომელსაც თავის მხრივ ბორგამცილებელი გააკონტროლებს. ასევე სპეციალური პროგრამის ჩატვირთვა შესაძლებელი იქნება ტელეფონებშიც, რადგანაც ეკიპაჟის წევრებმა უკეთ გააკონტროლონ, მაგალითად ის – შეიკრა თუ არა ყველა მგზავრმა ღვედი, არის თუ არა მგზავრთა სავარძლები ვერტიკალურ მდგომარეობაში და ასე შემდეგ.