Airbus-ი ცვლილებებს შეიტანს თავის ვიწრო კორპუსიან A220 თვითმფრინავში, რომელიც მწარმოებლის ავიახაზების ხაზში ყველაზე კომფორტულად ითვლება.
2026 წლიდან A220-ს Airspace cabin ინტერიერი ექნება. ახალი დიზაინის მთავარი მახასიათებელი ხელბარგისთვის გაფართოებული თაროები იქნება.
ახალი თაროები არა მხოლოდ 15%-ით მეტი ბარგის განთავსების საშუალებას იძლევა, არამედ არსებულ თაროებთან შედარებით 10%-ით მსუბუქიც იქნება, რაც თვითმფრინავის საერთო წონას 136 კგ-ით შეამცირებს გულისხმობს.
A220-300 მოდელის შემთხვევაში, ახალი, 19-ნაწილიანი ზედა თაროების წყალობით, მგზავრებს თვითმფრინავში სრული ზომის ხელბარგის ჩემოდნების ატანა შეეძლებათ.
Airspace cabin-ის ინტერიერს ასევე აქვს გადაკეთებული სალონის ჭერი და განათებული ზედა კონტეინერის თავსახურები.
ახალი ინტერიერის მქონე პირველ ბორტებს ავიაკომპანიები 2026 წელს მიიღებენ. Airspace cabin-ის მქონე A220-ის პირველი მომხმარებელი Air Canada იყო.
Airbus-მა განაცხადა, რომ ის ადრე წარმოებული A220-ების დიზაინის განახლების შესაძლებლობასაც იძლევა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამისთვის რამდენის გადახდა მოუწევთ ავიაკომპანიებს.
A220 თვითმფრინავი კანადურმა კომპანია Bombardier-მა შეიმუშავა. თავდაპირველად მას C Series ერქვა. 2018 წელს პროექტი Airbus-მა შეიძინა და მას A220 უწოდა.