ევროპული კოსმოსური გიგანტები – Leonardo, Thales და Airbus – თანამგზავრების წარმოების ბიზნესების გაერთიანებაზე მუშაობენ და შესაძლოა, პირველი შეთანხმება მიმდინარე წელსვე გააფორმონ. ამის შესახებ Reuters-ს Airbus-ის თავდაცვისა და კოსმოსის განყოფილების ხელმძღვანელმა, მიხაელ შოლჰორნმა განუცხადა, რითაც დაადასტურა სააგენტოს ადრინდელი ცნობა.

პროექტის სახელწოდებაა Bromo, რომლის ფარგლებშიც Leonardo, Thales და Airbus აპირებენ, შექმნან ერთიანი კომპანია, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ მოწინავე საწარმოებს, როგორიცაა ჩინური და ამერიკული კომპანიები, მათ შორის ილონ მასკის Starlink-ი.

იტალიურ გამოცემა Il Corriere della Sera-სთან ინტერვიუში შოლჰორნმა აღნიშნა: „სწორ გზაზე ვართ, თუმცა რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, სანამ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ“. მისივე განმარტებით, ამ ტიპის გარიგებები ორ ეტაპად ხორციელდება: ჯერ დგება ძირითადი შეთანხმება, შემდეგ კი მიდის საბოლოო ხელშეკრულებამდე მისასვლელი ფაზა.

„ვფიქრობ, პირველი შეთანხმების გაფორმება უკვე 2025 წელს მოხდება“, – განაცხადა შოლჰორნმა.