ფრანგულ ავიამშენებელ კონცერნ Airbus-ს სურს რუსული ტიტანის იმპორტი შეინარჩუნოს.
“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იმპორტზე სანქციები იქნება მიზანშეწონილი. ეს მცირე გავლენას მოახდენს რუსეთზე და დიდ გავლენას მოახდენს დანარჩენ ქვეყნებსა და ინდუსტრიაზე”, – ამბობს Airbus-ის აღმასრულებელი დირექტორი გიომ ფორი.
როგორც ცნობილია, საავიაციო ტიტანის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი არის რუსული კომპანია VSMPO-Avisma. სწორედ რუსეთი ახდენს Airbus-ის ტიტანის საჭიროების ნახევარზე მეტით დაკმაყოფილებას.
ამერიკულმა კორპორაციამ Boeing-მა უკვე შეწყვიტა ტიტანის შესყიდვა რუსეთიდან და იაპონურ ნედლეულზე გადავიდა.