ევროპის უმსხვილესი, მულტინაციონალური ავიაკომპანია რეკორდული თანხით დაჯარიმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ გამოიტანა. Guardian-ის ცნობით, კომპანიას 3 მლრდ ევროს გადახდა მოუწევს მას შემდეგ, რაც 20 ქვეყანაში კორუფციული სქემით, კონტრაქტებისთვის ქრთამი გადაიხადა.

გამოძიება 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ანტიკორუფციულმა სამსახურმა შედეგებს მსოფლიოს მასშტაბით ქრთამის აღებისთვის ყველაზე დიდი ჯარიმა უწოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ქრთამი გადაიხადა მალაიზიაში, შრი-ლანკაში, ინდონეზიაში, ტაივანსა და განაში. საქმე ეხება 2011-2015 წლის პერიოდს. 

თავად კომპანია კომენტარს არ აკეთებს. 

წყარო: imedinews