Airbus Corporate Jets-მა (ACJ), რომელიც აწარმოებს დიდ ბიზნეს-ჯეტებს, ტულუზაში ახალი ექსკლუზიური ACJ TwoTwenty კრეატიული სტუდია გახსნა.
ACJ-ის მომხმარებლებისადმი მიძღვნილი სტუდია ვიზიტორებს ACJ TwoTwenty თვითმფრინავის რეალურ ზომაში წარმოუდგენს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ იგი და დაუყოვნებლივ ნახონ, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით, როგორია მათი მომავალი თვითმფრინავი.
კლიენტებს შეეძლებათ წარმოიდგინონ და დააპროექტონ საკუთარი ძვირადღირებული ინტერიერი ACJ-ის დიზაინერებთან და ტექნიკოსებთან ერთად, რომლებიც მათ დაეხმარებიან და გარკვეულ რჩევებსაც მისცემენ.
დანარჩენებს კი შეუძლიათ ონლაინ იოცნებონ ვებგვერზე (https://configurator.acj.airbus.com/) თვითმფრინავის კონფიგურატორის გამოყენებით.
როგორც ჩანს, Airbus-ის მარკეტოლოგებმა საკმარისად ნახეს Apple-ის პრეზენტაციები.