Airbus გეგმავს, 2037–2038 წლებში ექსპლუატაციაში შეიყვანს ახალი ვიწრო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავი.
თვითმფრინავის განვითარების დაწყება დაახლოებით 2030 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო ძრავის შერჩევას კომპანია 2027 წელს აპირებს, – განუცხადა Aviation Week-ს ევროპული ავიამწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა, გიიომ ფორიმ.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანია A320neo-ს ოჯახის კიდევ ერთ სერიოზულ განახლებას განახორციელებს.
Airbus-ში მიიჩნევენ, რომ დღეს ბაზარს ახალი თვითმფრინავი არ სჭირდება, თუმცა იგი მას მომავალი ათწლეულის მეორე ნახევარში ელოდება.
თავდაპირველად აუცილებელი იქნება ძრავის არქიტექტურის შერჩევა — ეს შეიძლება იყოს ღია როტორი (open rotor) ან რედუქტორით გადაცემული ძრავა (GTF). ფორიმ აღნიშნა, რომ უპირატესობას მიანიჭებდა ავიაკომპანიებისთვის ორ სხვადასხვა ძრავის მწარმოებელს შორის არჩევანის შესაძლებლობის მიცემას.
Airbus-მა ვიწრო ფიუზელაჟიანი საშუალომაგისტრალური თვითმფრინავი A320 1980-იანი წლების ბოლოს შეიმუშავა.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე კომპანიამ თითქმის 12 ათასი A320 ოჯახური თვითმფრინავი მიაწოდა მომხმარებლებს და ამჟამად მასზე კიდევ 7 ათასზე მეტი შეკვეთა აქვს.












