კომპანია Airbus ემზადება 2023 წელს რამდენიმე საშუალომაგისტრალური თვითმფრინავის მიწოდების გადადებისთვის და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ამ წლის ბოლომდე მიწოდება არსებული განრიგი განახორციელოს.

წყაროების ცნობით, შეფერხების მიზეზი თვითმფრინავების ძრავებისა და კომპონენტების მიწოდების პრობლემა, ასევე მუშახელის ნაკლებობაა. ძრავის მწარმოებლები, თავის მხრივ, ასევე მიწოდების ჯაჭვის შეფერხების და მუშების დეფიციტს განიცდიან.

ანალიტიკოსების თქმით, თვითმფრინავების სარემონტო ოფისები მთელ მსოფლიოში მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან, რომელსაც დიდი დრო სჭირდებათ თვითმფრინავების შეკეთებისა და შენარჩუნებისათვის, რომლებზეც, პანდემიის შემდეგ სამგზავრო საჰაერო მოგზაურობის აღდგენის ფონზე, მოთხოვნა გაიზარდა. ავიაკომპანიები იძულებულნი არიან შეაჩერონ იმ თვითმფრინავების ოპერირება, რომლებმაც ტექნიკური მომსახურება დროულად ვერ გაიარეს