ევროპული ავიამშენებელი კონცერნი Airbus-ი A380-ის წარმოებას აჩერებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტი 2021 წლიდან შეჩერდება და ამის მიზეზი დაბალი მოთხოვნაა.
როგორც უკვე ცნობილია, უმსხვილესმა ავიაგადამზდავმა Emirates-მა Airbus 380-ზე უარი უკვე ოფიციალურად თქვა და შეკვეთა გააუქმა. ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ უპირატესობა შედარებით უფრო ეკოლოგიურ მოდელებს მიანიჭოს.