სატესტო თვითმფრინავი Airbus A380 MSN 1 ბლანიაკის აეროპორტიდან (ტულუზა, საფრანგეთი) აფრინდა. საჰაერო ხომალდმა Rolls-Royce Trent 900 ძრავით 3 საათი იფრინა, რისთვისაც 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა საწვავი – SAF (Sustainable Aviation Fuel), გამოიყენა.
სატესტო ფრენებისთვის Total Energies-მა ნორმანდიაში, ლე ჰავრის მახლობლად წარმოებული, 27 ტონა ეკო საწვავის მოწოდება უზრუნველყო.
SAF-ის მიღება ჰიდროპროცესირებული ეთერებისა და ცხიმოვანი მჟავებისგან (HEFA), თავისუფალი არომატული ნივთიერებებისა და გოგირდისგან, გამოყენებული კულინარიული ზეთისგან და ასევე სხვა სახის ნარჩენი ცხიმებისგან მოხდა.
ამავე თვითმფრინავის შემდეგი რეისი დაგეგმილია ტულუზას აეროპორტიდან ნიცას აეროპორტში, რათა დეტალურად გამოსცადოს SAF-ის გამოყენება აფრენა/დაფრენის ფაზებში.
ეს არის Airbus-ის მესამე ტიპის თვითმფრინავი, რომელმაც 100% SAF-ით იფრინა ბოლო 12 თვის განმავლობაში. პირველი იყო Airbus A350 2021 წლის მარტში, რასაც მოჰყვა A319neo 2021 წლის ოქტომბერში.
SAF-ის გამოყენების გაფართოება რჩება ინდუსტრიის მიზნის მიღწევის მთავარ გზად, რომელიც 2050 წლისთვის ნახშირბადის ნულოვან ემისიამდე დაყვანას ითვალისწინებს.
ანგარიშის “Waypoint 2050” ძირითადი სტატისტიკა აჩვენებს, რომ SAF-ის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ნახშირბადის ემისიები 71%-მდე.
Airbus-ის ყველა თვითმფრინავი ამჟამად სერტიფიცირებულია 50%-იანი SAF-ით ფრენისთვის. კომპანიის მიზანია, ათწლეულის ბოლომდე, 100%-იანი SAF სერთიფიკატი მოიპოვოს.