სააგენტო Reuters-ი ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Cirium-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ Airbus A320-ის ოჯახის თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასობრივი გახდა და ამ მაჩვენებლით მთავარ კონკურენტს, Boeing 737-ს, გადაუსწრო.
რეკორდი მას შემდეგ დამყარდა, რაც მორიგი A320 ტიპის ლაინერი საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ს გადაეცა.
მოდელის ექსპლუატაციის დაწყებიდან, 1988 წლიდან დღემდე, A320-ის ოჯახის 12,260 ერთეულითვითმფრინავია მიწოდებული. ამ მიღწევამ Airbus-ს საშუალება მისცა, გადაესწრო Boeing-ისთვის, რომელსაც მანამდე ეკუთვნოდა აღნიშნული რეკორდი. Airbus-ს ამ ეტაპზე სიტუაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
Airbus A320 არის საშუალო მანძილის ფრენებისთვის განკუთვნილი ვიწროფიუზელაჟიანითვითმფრინავების ოჯახი. მოდელის წარმატება აიხსნება მოწინავე ტექნოლოგიების, დროული განახლებისა და ხელსაყრელი საბაზრო კონიუნქტურის ერთობლიობით.
ეს ლაინერი გახდა პირველი მასობრივი თვითმფრინავი, რომელშიც გამოიყენეს ელექტროდისტანციური მართვის სისტემა (fly-by-wire), რაც ნიშნავს, რომ პილოტის ბრძანებები უშუალოდ კომპიუტერის მეშვეობით გადაეცემა.












