კომპანია Airbus-მა განაცხადა, რომ A320 სერიის სამგზავრო ლაინერებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 6000-მდე თვითმფრინავს მოიცავს, შესაძლოა პრობლემა შეექმნას.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მზის ინტენსიურმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება ფრენის მართვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებში.

Airbus-ის თქმით, სანამ პროგრამული უზრუნველყოფის გამოსწორებისთვის საჭირო დრო გავა, შესაძლოა ავიამიმოსვლაში შეფერხებები წარმოიშვას.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა 30 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი: ავიაკომპანია JetBlue-ის კუთვნილ A320 ლაინერს, რომელიც მექსიკიდან აშშ-ში მიფრინავდა, ფრენის დროს ბორტკომპიუტერის მუშაობაში შეექმნა პრობლემა.

თვითმფრინავმა მკვეთრად დაკარგა სიმაღლე, რის გამოც პილოტებმა იძულებითი დაშვება განახორციელეს ფლორიდაში.

ინციდენტის შედეგად რამდენიმე მგზავრმა ტრავმა მიიღო.

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, A320 1998 წლიდან იწარმოება და Airbus-ის ყველაზე გაყიდვადი თვითმფრინავია.

მონაცემების მიხედვით, პრობლემების უმეტესობის გამოსწორება რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი.

თუმცა, დაახლოებით 1000 ერთეული თვითმფრინავისთვის შეკეთება გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.