Airbus აპირებს გამოიყენოს პირველივე აშენებული Airbus A380 (MSN 1), როგორც სატესტო თვითმფრინავი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიის დემონსტრირებისთვის.
Airbus-მა CFM International-თან ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ ერთად იმუშაონ წყალბადის, როგორც თვითმფრინავის ძრავის საწვავად გამოყენების პროგრამის შექმნაზე, რომლის გაშვებასაც კომპანიები დაახლოებით ათწლეულის შუა პერიოდში აპირებენ .
პროგრამის მიზანია 2035 წლისთვის წყალბადით მომუშავე ძრავის საფრენოსნო ტესტების ჩატარება ნულოვანი ემისიებისთვის.
თვითმფრინავი აღიჭურვება თხევადი წყალბადის ავზებით, რომლებიც დამზადდება Airbus-ის ობიექტებში საფრანგეთსა და გერმანიაში. Airbus ასევე განსაზღვრავს წყალბადის სისტემის მოთხოვნებს, ზედამხედველობას გაუწევს სატესტო ფრენებს და ფაქტობრივად, თავად უზრუნველყოფს თვითმფრინავს ძრავის ტესტირებას, რომელსაც შეიმუშავებს და უზრუნველყოფს CFM.