Airbnb-მ ამერიკელ მომხმარებლებს ახალი ფუნქცია შესთავაზა, რომელიც წინასწარი გადახდის გარეშე, უფასო გაუქმების ოფციით დაჯავშნის საშუალებას იძლევა. სიახლე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ საცხოვრებლებზე, რომლებსაც „მოქნილი“ ან „ზომიერი“ გაუქმების პოლიტიკა აქვთ.
როგორც პლატფორმაში განმარტავენ, „მოქნილი“ პოლიტიკის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ჯავშნის გაუქმება რეგისტრაციამდე 24 საათით ადრე, სრული თანხის დაბრუნებით. „ზომიერი“ პოლიტიკით კი ჯავშნის გაუქმება ბოლო ხუთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
სრული გადახდა უფასო გაუქმების პერიოდის დასრულებამდე უნდა განხორციელდეს. სერვისი მომხმარებელს ამ თარიღს წინასწარ შეახსენებს.
Airbnb-ს მსგავსი გადაწყვეტილებები სიახლე არ არის: 2018 წელს კომპანიამ ნაწილობრივი გადახდის შესაძლებლობა დაამატა, 2023 წელს კი, Klarna-სთან თანამშრომლობით, მომხმარებლებს თანხის ექვს კვირაში, ოთხ ნაწილად დაფარვის უფლება მისცა.












