Airbnb-მ აშშ-ში თავის მომხმარებლებს ახალი ფუნქცია შესთავაზა, რომელიც წინასწარი გადახდის გარეშე დაჯავშნის შესაძლებლობას იძლევა. ამიერიდან, მგზავრებს შეუძლიათ საცხოვრებელი ჯავშანი უფასო გაუქმების ოფციით გააკეთონ.

ახალი სერვისი ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელზე, რომელსაც მეპატრონის მიერ დადგენილი „მოქნილი“ ან „ზომიერი“ გაუქმების პოლიტიკა აქვს.

„მოქნილი“ პოლიტიკის შემთხვევაში, დაჯავშნის უფასოდ გაუქმება შესაძლებელია შესვლამდე 24 საათით ადრე.

„ზომიერი“ პოლიტიკის შემთხვევაში კი — არაუგვიანეს ხუთი დღისა.

სრული გადახდა უნდა განხორციელდეს უფასო გაუქმების პერიოდის დასრულებამდე, რის შესახებაც სერვისი წინასწარ შეგატყობინებთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Airbnb მომხმარებლებს მოქნილ გადახდის სისტემას სთავაზობს. 2018 წელს კომპანიამ კლიენტებს შესთავაზა, თანხის ნაწილი დაუყოვნებლივ გადაეხადათ, დანარჩენი კი — მოგვიანებით. 2023 წელს კი, Klarna-სთან თანამშრომლობით, დაინერგა გადახდის ოთხ ნაწილად დაყოფისა და თანხის ექვსი კვირის განმავლობაში გადახდის შესაძლებლობა.