კომპანია Airbnb-მ ახალი სერვისი Airbnb Luxe გაუშვა, რომელიც მომხმარებელს მდიდრული უძრავი ქონების – ვილა, ციხე-სიმაგრე, კუნძული- ქირაობის შესაძლებლობას აძლევს.სერვისის კლიენტებს პერსონალი ინდივიდუალურად მოემსახურება, რათა მათთვის მაქსიმალური კომფორტი იქნეს შექმნილი. სწორედ ეს ადამიანები აიღებენ საკუთარ თავზე ამა თუ იმ ფეშენებელური ობიექტის ქირაობის და მასთან მისასვლელი ავიაბილეთების თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებების ბილეთების დაჯავშნას.

Airbnb Luxe ამ დროისთვის 2 ათასამდე ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა საფრანგეთში მდებარე ციხე-სიმაგრეები, მექსიკაში მდებარე ვილები და აშშ-ში მდებარე თანამედროვე სასახლეები. ასეთ ობიექტებში კვირის გატარება 14 ათასი დოლარიდანაა შესაძლებელი და მათი ღირებულება მილიონ დოლარსაც კი აღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ Airbnb Luxe-ზე განთავსებული ობიექტების ნაწილი ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და მილიარდერების საკუთრებაა.