ლატვიური ავიაკომპანია airBaltic ადასტურებს მზადყოფნას, საჰაერო სივრცის გახსნის და ყველა საჭირო ნებართვის მიღებისთანავე, განაახლოს რეგულარული ფრენები უკრაინაში და უკრაინის მიმართულებით
საკითხის მომზადების მიზნით, AirBaltic-ის დელეგაცია უკვე სტუმრობდა კიევს. ვიზიტის ძირითადი მიზანი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესწავლა იყო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტისა და უკრაინაში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლებს.
„airBaltic მზადაა კიევისა და ლვოვის რეინტეგრაცია მოახდინოს საჰაერო სივრცის გახსნისა და ყველა საჭირო დასტურის მიღებისთანავე. ავიაკომპანია ასევე გეგმავს კავშირის გაფართოებას რიგის ფარგლებს გარეთ, დააკავშირებს კიევს ბალტიისპირეთის სხვა დედაქალაქებთან – ტალინთან და ვილნიუსთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
airBaltic მოუთმენლად ელის უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნას და მზად იქნება განაახლოს ფრენები, რომლებიც დააკავშირებს ბალტიისპირეთის სამ დედაქალაქს კიევთან და ლვოვთან.
გარდა ამისა, უკრაინულენოვანი მომხმარებლისთვის გაუმჯობესების, მოხერხებულობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, ავიაკომპანიამ უკრაინული ენა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დააინტეგრირა.