ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თებერვლის ბოლომდე გააუქმა. აღნიშნულის მიზეზი კი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებაა.
საქართველოში airBaltic-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია Discover Georgia იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე ნაყიდი ქონდათ, გაუქმებული რეისების ნაცვლად ფრენის თარიღის ცვლილებას, ან შეძენილი ავიაბილეთის საფასურის სრული თანხის დაბრუნებას სთავაზობს.
Discover Georgia-ში განმარტავენ, რომ airBaltic-ი ფრენებს მარტიდან განაახლებს. უფრო კონკრეტულად კი, არსებული გეგმის თანახმად, 2 მარტიდან airBaltic-ი რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე ვირაში 3 სიხშირით იფრენს. რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება.
ხოლო, 29 მარტიდან airBaltic-ი კვირაში 4 სიხშირით გეგმავს ოპერირებას. ფრენები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს შესრულდება.
ამავე პერიოდისთვის დაგეგმილია ეტაპობრივად ფრენების აღდგენა რიგიდან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მანჩესტერის, ეკატერინბურგის, ერევნის, ბერგენის, ტრონჰეიმის მიმართულებით.