ლატვიის სახელმწიფო ავიაკომპანია airBaltic-მა მესამე კვარტალში 40,3 მილიონი ევროს მოგება მიიღო და თვითმფრინავების დატვირთვა 87,8%-მდე გაზარდა. თუმცა, ცხრა თვის შემდეგ კომპანიას კვლავ 48,5 მილიონი ევროს ზარალი ჰქონდა.

airBaltic-ის ბრუნვამ მესამე კვარტალში 236 მილიონი ევრო, ხოლო მოგებამ – 40,3 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანიის განცხადებით, ასეთი მაღალი მოგება მიუთითებს ფინანსურად წარმატებულ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე.

2024 წლის მესამე კვარტალში airBaltic-მა 17 თვითმფრინავი Lufthansa-ს იჯარის გადასცა.

ცხრა თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 575,3 მილიონი ევრო შეადგინა.

ავიაკომპანიის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის კომპანიის შემოსავალი 740-750 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.

ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გაუსმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთში რთული მაკროეკონომიკური პირობებისა და ძრავის მოვლის ხარჯების ზრდის მიუხედავად, airBaltic-ის მესამე კვარტლის მოგება და რეკორდული დატვირთვა ხაზს უსვამს ცვალებად ბაზარზე კომპანიის მაღალ შესაბამისობას და მობილობას .