ავიაკომპანია airBaltic-მა ხებარგის ზომა მაქსიმალურად გაზარდა.
ამიერიდან მგზავრებს, უფასოდ, ბორტზე 55х40х23 სმ ზომის ხელბარგის ატანა შეეძლებათ. დასაშვები ხელბარგის წონა კვლავ უცვლელი რჩება და ის ისევ 8 კგ-ს შეადგენს.
ხელბარგის ზომის ზრდას ავიაკომპანიაში იმ წესებთან უნიფიცირებით ხსნიან, რაც მათ ზიარი კოდების პარტნიორებს აქვთ.