ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა საკუთარ ბორტებზე SpaceX-ის Starlink-ის ინსტალაცია 2024 წლისთვის გადადო, რაც სერტიფიცირების დაგვიანებას უკავშირდება.
თავდაპირველად, ავიაკომპანია სპეციალური აღჭურვილობის დაყენებას 2023 წელს აპირებდა. სერვისი მგზავრებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი თვითმფრინავის სალონში ფრენის ყველა ეტაპზე.
airBaltic აცხადებს, რომ სერვისი უფასო იქნება და მგზავრებს არ დასჭირდებათ ქსელში წვდომისთვის ავტორიზაცია.
„airBaltic მუდმივ კომუნიკაციაშია SpaceX-თან და Airbus-თან, რათა მოიპოვოს საჭირო დამატებითი ტიპის სერტიფიკატი ავიაკომპანიის Airbus A220-300 თვითმფრინავების ფლოტის Starlink-ის ინტერნეტით აღჭურვისთვის. ავიაკომპანია ახლა ელოდება, რომ აღჭურვილობის დამონტაჟება 2024 წელს დაიწყება“, – განმარტავენ airBaltic-ის პრესსამსახურში.
ლატვიური ავიაკომპანია პირველი იქნება ევროპაში, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე მოგზაურებს Starlink-ის ინტერნეტს შესთავაზებს.