ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის TOP-3 მიმართულებაში თბილისიცაა. aviokase.lv-ის ინფორმაციით, airBaltic-ის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია ბარსელონა, თბილისი და მილანი. ამ მიმართულებებზე კი aviokase.lv-ის ​ მეშვეობით ყველაზე მეტი ჯავშანი ავიაბილეთებზე გაკეთდა ტალინიდან, სანტ-პეტერბურგიდან და ჰელსინკიდან.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაისში airBaltic-ის მგზავრთნაკადი 22%-ითაა გაზრდილი

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის airBaltic-ი რიგა-თბილისი-რიგას მარშრუტზე კვირაში 7 სიხშირით ოპერირებს.