ლატვიის ეროვნული ავიაკომპანიის airBaltic-ის სტრატეგიულ ინვესტორთან მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიდის, – ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა კასპარს ბრისკენსმა განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აქციონერთა ხელშეკრულება მიმდინარე წელს დაიდება.
„მოლაპარაკებები ძალიან დინამიკურ ფაზაში შევიდა“, – აღნიშნა ბრისკენსმა და დასძინა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.

მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს, რიგი მიზეზების გამო, შეუძლებელი გახდა airBaltic-ის მიერ IPO-ს ჩატარება. ფაქტორებს შორის მან დაასახელა მძიმე მდგომარეობა საავიაციო ინდუსტრიაში და მთლიანად ეკონომიკაში.

„კაპიტალის მოზიდვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება [airBaltic–ის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს თავმჯდომარეს] მარტინ გაუს და [AirBaltic–ის საბჭოს თავმჯდომარეს] კლავს ვასკს, შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ ამ ამოცანის შესრულების შესახებ მოხსენებას“, – თქვა ბრისკენსმა კომპანიის გამგეობის მუშაობის შეფასებას.

Bloomberg-ის ცნობით, გერმანიის ეროვნული ავიაკომპანია Lufthansa განიხილავს airBaltic-ში წილის შეძენის შესაძლებლობას.

აგვისტოში ლატვიის მთავრობამ დახურულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ IPO-სშემდეგ სახელმწიფომ  airBaltic-ის კაპიტალში უნდა შეინარჩუნოს მინიმუმ 25% პლუს 1%-იანი წილი. ბრიშკენსმა განმარტა, რომ სტრატეგიულ ინვესტორთან მოლაპარაკებები არ არის საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე, არამედ საუბარია IPO-მდე ან IPO-ს პროცესში უმცირესობის წილის შეძენაზე, ასევე IPO-ში შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

სექტემბერში ლატვიის ტელევიზიის გადაცემაში de facto გავრცელდა ინფორმაცია, რომ განიხილებოდა airBaltic-ის 10%-იანი წილის სტრატეგიული ინვესტორისთვის მიყიდვის შესაძლებლობა.