ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ airBaltic-მა საკუთარ თვითმფრინავებს ლატვიის ქალაქების სახელები დაარქვა. როგორც ავიაკომპანია LETA-ს აცნობებს, დასრულდა პროცესი, რომლის ფარგლებშიც 16 თვითმფრინავმა მიიღო ლატვიური ქალაქების სახელწოდება.

ქალაქების არჩევა და ბალტიის გზის 35 წლისთავი

ქალაქების არჩევა მოხდა კონკურსის შედეგად, რომელიც კომპანიამ გასული წლის აგვისტოში, ბალტიის გზის (Baltic Way) 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოაწყო.

airBaltic-ის Airbus A220-300 ტიპის თვითმფრინავებზე ლატვიას შემდეგი ქალაქები წარმოადგენენ: აიზპუტე, ალუკსნე, დაუგავპილსი, კულდიგა, ლიეპაია, ლიმბაჟი, ლუბანა, ოგრე, ოლაინე, რეზეკნე, რიგა, სალდუსი, სიგულდა, სკრუნდა, ვენტსპილსი და ვილიაკა.

კონკურსის შედეგად, ჯამში, 48 ქალაქი შეირჩა — თითოეული ბალტიის ქვეყნიდან 16 ქალაქი. არასრული თვის განმავლობაში, ხმის მიცემაში მიღებულია ერთ მილიონზე მეტი ხმა.