ავიაკომპანია AirBaltic-ი ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. AirBaltic-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა.

“ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით” – აღნიშნულია სტატიაში.

ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.