ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგიდან ფრენებს თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს. რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე airBaltic-ი რეისებს კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, ხოლო რიგა-ბათუმი-რიგას მიმართულებაზე 1 სიხშირით.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე airBaltic-ი რიგიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ოპერირებდა და ფრენებს ლატვიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში 3 სიხშირით ასრულებდა.
მთავარი ავიაკომპანიები airBaltic-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგიდან ფრენებს თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს