ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
ავიაკომპანია 2020 წლის 27 ოქტომბრიდან 2021 წლის 27 მარტამდე ოპერირებას შემდეგი გრაფიკით მოახდენს:
თბილისი-რიგა ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 20H45-22H20
რიგა-თბილისი ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 13H50-19H15.
აღსანიშნავია, რომ airBaltic-მა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები 6 აგვისტოს განაახლა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ასრულებდა.