ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანია airBaltic-მა მარშრუტების ქსელი გააფართოვა და ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან რიგადან ინსბრუკში (ავსტრია), ჰურგადასა და შარმ ელ-შეიხში (ეგვიპტე) ფრენების დაწყება დააანონსა.
ინსბრუკის მიმართულებით ფრენები ახალია airBaltic-ის მარშრუტების ქსელში რიგიდან და შესრულდება კვირაში ერთხელ კვირაობით, 22 დეკემბრიდან. ინსბრუკი მდებარეობს ცნობილი სათხილამურო კურორტების გვერდით, როგორიცაა Santon, Ischgl და Stubai, რომელიც იზიდავს ზამთრის სპორტის მოყვარულებს. ეს იქნება airBaltic-ის მესამე მიმართულება ავსტრიაში ვენისა და ზალცბურგის გარდა.
ჰურგადასა და შარმ ელ-შეიხში ჩარტერული ფრენების ნაცვლად, ავიაკომპანია ამიერიდან კვირაში ორჯერ გეგმურ ფრენებს შესთავაზებს მგზავრებს. გარდა ამისა, TezTour და airBaltic გააგრძელებენ თანამშრომლობას ეგვიპტის ორივე ქალაქში ფრენებზე.
აღსანიშნავია, რომ მომავალი ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია გეგმავს სულ ექვსი ახალი მარშრუტის გაშვებას ბალტიის ქვეყნებიდან – ოთხი რიგიდან, ერთი ტალინიდან და ერთი ვილნიუსიდან.