ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი თბილისის მიმართულებით რეისებს 28 მარტიდან განაახლებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ავიაკომპანია რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 28 მარტიდან შეუდგება და კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
როგორც ცნობილია, airBaltic-ი მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს თვითმფრინავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, Skytrax-გან 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო.