ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic ხუთამდე თვითმფრინავს ურუგვაის ავიაკომპანია SUA Líneas Aéreas-ზე (SUA) სველი ლიზინგით გასცემს.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ airBaltic-მა და ლათინურ ამერიკულმა ავიაკომპანიამ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც airBaltic SUA-ს 5 ერთეული Airbus A220-300-ს იჯარით გადასცემს.

მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალაში ოქტომბრიდან შევა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე იქნება აქტიური. ეს კი airBaltic-ს საშუალებას აძლევს მომგებიანად გამოიყენოს საკუთარი თვითმფრინავები, რომლებიც ამ დროისთვის სრულად არ არის დატვირთული.

ეს თანამშრომლობა არ გულისხმობს რაიმე ცვლილებას airBaltic-ის არსებული მარშრუტების ქსელში, ხაზს უსვამენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები.