ავიაკომპანია airBaltic-ი საკუთარ მგზავრებს ერთჯერად პირბადეს დაურიგებს. ავიაკომპანია გარკვეულ მიმართულებებზე რეგულარული ფრენები დღეიდან განაახლებს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში კი airBaltic-ის ბორტზე ასულ მგზავრს ბორტგამყოლი სპეციალურ ნაკრებს გადასცემს, სადაც პირბადესთან ერთად სადეზინფექციო ხელსახოცები იქნება მოთავსებული. პირბადის ტარება მთელი ფრენის განმავლობაში აუცილებელი და სავალდებულო წინაპირობაა. პირბადით იქნებიან ბორტზე ეკიპაჟის წევრებიც, რომელთაც დამატებით ხელთათმანებიც ეცმევათ.
airBaltic-ი გარკვეული პერიოდით უარს ამბობს საბორტზე ჟურნალზეც, რადგანაც ის შესაძლოა COVID-19-ის გავრცელების წყარო გახდეს. ჟურნალის ნაცვლად სავარძლის უკან განთავსებულ ჯიბეში ერთჯერად ბროშურას განათავსებენ, სადაც ჰიგიენის დაცვის ნორმების და ბორტზე კვების მენიუ შესახებ ინფორმაცია იქნება განთავსებული.
airBaltic-ის ბორტზე ასვლამდე, ყველა მგზავრს აეროპორტში ჩაუტარდება თერმოსქრინინგი და თუ მისი ტემპერატურა 37.8 °C-ს არ გადააჭარბებს, ამის შემდეგ დართავენ მას ფრენის უფლებას.