პირველად თავის ისტორიაში, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic ივლისში ფრენის დროს მგზავრებს ჩამოსასხმელი ლუდით გაუმასპინძლდება. ავიაკომპანიის აქცია ემთხვევა ლატვიის სიმღერისა და ცეკვის ფესტივალს.
1 და 2 ივლისს განხორციელებული ზოგიერთი რეისის მგზავრებმა უკვე შეძლეს სასმელის გასინჯვა. დამატებით, ლუდი ხელმისაწვდომი იქნება airBaltic მომხმარებლებისთვის, რომლებიც იმგზავრებენ 7, 8 და 9 ივლისს.
ავიაკომპანია არ უთითებს რეისის ნომრებსა და მარშრუტებს, რომლებზეც მგზავრებს ლუდით გაუმასპინძლდებიან, ამიტომ ეს ავიაკომპანიის მომხმარებლებისთვის მოულოდნელი უნდა იყოს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებს ადგილობრივი ლატვიური ბრენდის Mežpils-ის ლუდით უმასპინძლდებიან. მას აწარმოებენ ლუდსახარში, რომელიც დაარსდა რიგაში 1865 წელს.