ავიაკომპანია airBaltic-ი Lufthansa Group-თან თანამშრომლობას აძლიერებს. ლატვიური კომპანია გერმანულ კომპანიას 21 თვითმფრინავს იჯარით გადასცემს. დადებული ხელშეკრულება ამოქმედდება მომავალი წლიდან ზაფხულის სეზონიდან, ხოლო airBaltic ფრენებს Lufthansa Group-ისსახელით განახორციელებს.
airBaltic-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მარტინს გაუსი ამბობს, რომ თვითმფრინავების ლიზინგი ბოლო წლებში ლატვიური ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესი და ზრდის სტრატეგია გახდა.
მიმდინარე შეთანხმება ითვალისწინებს სამწლიან თანამშრომლობას, რომლის განმავლობაშიც 21-მდე airBaltic-ის Airbus A220-300 თვითმფრინავი იმუშავებს Lufthansa Group-ის სახელით მისი მარშრუტების ქსელში. ამჟამად ლატვიურ კომპანიას ფლოტში 48 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს. მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Lufthansa-ს airBaltic-ის 10%-იან წილის შეძენა სურს.
ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცნობილ, მაგრამ ჯერ გასაიდუმლოებულ სტრატეგიულ ინვესტორთან, რომელმაც შესაძლოა ავიაკომპანიის აქციების 10% შეიძინოს, ლატვიის ტელევიზიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა კასპარსბრისკენსმა ლატვიურ რადიო 4-თან ინტერვიუში უარი თქვა პოტენციური ინვესტორის დასახელებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ საუბარია “ძალიან პატივცემულ კომპანიაზე”.