airBaltic-ი IPO-თვის ემზადება. დატოვებს თუ არა სახელმწიფო საწესდებო კაპიტალს თუ შეინარჩუნებს სტრატეგიულ წილს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
უცხოური მედია წერა, რომ airBaltic-ი აქტიურად ემზადება საფონდო ბირჟაზე 2024 წლის შემოდგომაზე პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) განსახორციელებლად.
ამ დროისათვის სახელმწიფო airBaltic-ის 97%-იანი წილის მფლობელია.
პანდემიის დროს სახელმწიფომ დაახლოებით 340 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა airBaltic-ში.
გადამზიდველს ჯერ არ გამოუქვეყნებია 2022 წლის შედეგები, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოსავალი 2019 წლის დონესთან ახლოს იქნება, მაგრამ მთლიანი წმინდა შედეგი წამგებიანია.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, airBaltic ასრულებს თავის გრძელვადიან ბიზნეს გეგმას. ამას დიდწილად ხელს უწყობს თვითმფრინავების სველი ლიზინგის ბიზნესი.
მომავალი წლის მარტში, airBaltic-მა უნდა მიიღოს 50-ე A220.