ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი ჩასაბარებელი ბარგის მოცულობას ზრდის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 21 აპრილიდან ჩასაბარებელი, უფასო, ბარგის წონა ნაცვლად 20 კგ-სა 23 კგ-თი განისაზღვრება.
ასევე, სპორტული ინვენტარის მაქსიმალური დასაშვები წონა 23 კგ-მდე გაიზარდა – გოლფის, თხილამურების, სნოუბორდის, სერფინგის დაფის, სათევზაო აღჭურვილობის და ა.შ. გამონაკლისია ველოსიპედი, რომლის წონა 25 კგ-მდეა.
უფრო მეტი ინფორმაცია airBaltic-ის ბარგთან და ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ