ავიაკომპანია airBaltic-მა 16 ახალი მარშრუტის გაშვების შესახებ განაცხადა, საიდანაც ოთხი მარშუტიგაეშვება რიგიდან, ხუთი ტალინიდან და ხოლო შვიდი ვილნიუსიდან.
ლატვიის დედაქალაქიდან – რიგიდან ფრენები განხორციელდება ჟესოვში, კლუჟ–ნაპოკას, სტავანგერისა და მიკონოსის მიმართულებით. ტალინიდან ბარსელონაში, პალმაში, რეიკიავიკში, ტირანასა და ჰამბურგში. ვილნიუსიდან ახლა შეგიძლიათ გადაჯდომის გარეშე იმოგზაუროთ პრაღაში, თელ–ავივში, კიშინიოვში, ვალენსიაში, ტირანაში, კუნძულ როდოსსა და იბიცაში.
დღეს ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან 130-ზე მეტი მარშრუტის მიმართულებით.