AirAsia-მ დენპასარიდან (ბალი) ორი საერთაშორისო მიმართულების შესახებ განაცხადა, საუბარია ფრენების დაწყებაზე ფუკეტში ტაილანდში და კოტა-კინაბალუში მალაიზიაში. ავიაკომპანიის ცნობით, აღნიშნული კი მიზნად ისახავს ინდონეზიაში, საჰაერო კავშირის გაუმჯობესების გზით, ტურიზმის სტიმულირებას.
„ჩვენ მზად ვართ გავუადვილოთ მოგზაურობა ჩვენს მგზავრებს და ეს ფრენები იქნება ერთადერთი პირდაპირი მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს დენპასარს პუკეტთან და კოტა კინაბალუსთან“, – თქვა AirAsia Indonesia-ის პრეზიდენტმა ვერანიტა იოსეფინა სინაგამ.
დენპასარ-კოტა კინაბალუს რეისები 9 აგვისტოს დაიწყება და კვირაში სამჯერ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. დენპასარ-პუკეტის მარშრუტი 10 აგვისტოს გაიხსნება, რეისები სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს იგეგმება.
2023 წელს, ინდონეზიის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ქვეყანაში ყველაზე ხშირი სტუმრები მალაიზიელი ტურისტები იყვნენ, რაც საერთო ტურისტების 16,28%-ია. ანუ სულ საუბარია 1,901,242 მალაიზიელ ტურისტზე. 2023 წელს ინდონეზიაში ჩასული ტაილანდელი ტურისტების რაოდენობა 82,88%-ით გაიზარდა.
სინაგამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს უცხოური ტურისტული ტრაფიკის კიდევ უფრო გაზრდას და ადგილობრივი ტურიზმის სამინისტროს მიზნის მიღწევას, რომელიც წელს უცხოელი სტუმრების 17 მილიონი ვიზიტს ითვალისწინებს.