საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ევროპულ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, Air Serbia-Air Serbia-ს ქსელიდაგეგმარების ხელმძღვანელმა, ბოიანარანჯელოვიჩმა აღნიშნა, რომ ფრენების დაწყება ორქვეყანას შორის არის ლოგიკური ნაბიჯიავიაკომპანიის მხრიდან.

,,პირველ ფრენაზე ბელგრადიდან თბილისის მიმართულებითთვითმფრინავი სავსე იყო, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, თითქმის 130 მგზავრი იყო. საქართველოში ფრენების დაწყება Air Serbia-სთვის მომდევნო ლოგიკური ეტაპი იყო. საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოთხოვნის დეტალურად გაანალიზების შემდეგ ახალი მიმართულებით განვახორციელეთ ფრენა.

ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ და Air Serbia-თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე.ამავდროულად, ეს ყოველივე ხდება იმ წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ორ ერს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას,-‘’განაცხადა ბოიან არანჯელოვიჩმა.

Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroputის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეაედგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.