ავიაკომპანია Air Senegal-მა საკუთარ ავიაპარკში Airbus A330-900 დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ Air Senegal-ი არის პირველი ავიაკომპანია აფრიკის კონტინენტზე, რომელსაც მსგავსი ტიპის თვითმფრინავი ყავს.
ლაინერის ბიზნეს კლასში 32 ადგილია, ხოლო პრემიუმ პლიუსის სეგმენტში – 21 ადგილი, რაც შეეხება ეკონომ კლასს ის, 237 მგზავრზეა გათვლილი.
უკვე ცნობილია, რომ Air Senegal-ი აღნიშნული თვითმფრინავით დაკარი-პარიზის მარშრუტს მოემსახურება. Airbus A330-900-ით ავიაკომპანია შორმაგისტრალურ რეისებსაც განახორციელებს.