Air Senegal-ის კუთვნილ Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდს ბარსელონას აეროპორტში მარცხენა ფრთა დაუზიანდა.

Breaking Aviation News-ის ცნობით, ამის მიზეზი გახდა თვითმფრინავის შეჯახება ე.წ ქეთერინგის სატვირთოსთან იმ დროს, როდესაც ხომალდი სადგომიდან ე.წ ფუშბექის (pushback) მეშვეობით გაჰყავდათ.

Air Senegal-ი რეისს ბარსელოდან სენეგალის დედაქალაქ დაკარის მიმართულებით ასრულებდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.