მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova-ს თვითმფრინავი, რომელიც კიშინიოვი-მაინის ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა რეისს, უკან კიშინიოვის აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი კი ლაინერის ლობიში გაბზარული მინა გახდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე სულ 130 მგზავრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი კიშინიოვის აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა, ხოლო მგზავრთა ტრანსპორტირებაზე ავიაკომპანიის სხვა ბორტმა იზრუნა.