ინდური ავიაკომპანია Air India საქართველოს მიმართულებით პირველ სპეცრეისს განახორციელებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია Tav Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ განრიგშია აღნიშნული, დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ფრენა 22 მაისს განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ დელისა და თბილისს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენები არ ხორციელდება და ეს პირველი ჩარტერული ავიარეისია, რომელსაც Air India განახორციელებს.