ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა, ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კრასნოიარსკში ავარიული დაშვება მოითხოვა. ბორტზე, რომელიც დელიდან სან ფრანცისკოში მიფრინავდა, 216 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება.
Air India-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფრენის დროს ერთ-ერთმა ძრავამ მუშაობა შეწყვიტა. რა მიზეზით ეს მიწაზე დაშვების შემდეგ დადგინდება.
ცნობილია, რომ Boeing 777-237LR აფრენამდე ინდოელმა ინჟინრებმა შეამოწმეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ იცის, რამდენი ამერიკელი იმყოფებოდა ბორტზე.
თვითმფრინავი აეროპორტში უკვე უსაფრთხოდ დაეშვა.